Thumbnail

ისრაელ ადესანია ნიუ იორკის აეროპორტში დააკავეს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ისრაელ ადესანიას ბარგში აკრძალული ნივთი აღმოუჩინეს
  • 'იზი' უკვე გათავისუფლებულია და ახალ ზელანდიაში გაემგზავრა

როგორც ESPN-ს პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია (23-2) ნიუ იორკში, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში კასტეტის ფლობის გამო დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მებრძოლის მენეჯერის, ტიმ სიმპსონის ინფორმაციით, 'იზი' სახლში, ახალ ზელანდიაში ბრუნდებოდა და ჩანთაში ფანის ნაჩუქარი კასტეტი ედო, რაც დაკავების მიზეზი გახდა.

"აეროპორტში ბარგის შემოწმების შემდეგ ისრაელმა ნივთი უმალ ჩააბარა და სამართალდამცველებთან ითანამშრომლა. მან ყველა წესი დაიცვა, მითითებას მიჰყვა და ახლა უკვე ზელანდიაში გაფრინდა," - დაწერა სიმპსონმა. 

პოლიციას არ გაუკეთებია განცხადება, კანონის დარღვევის გამო ელის თუ არა ადესანიას რაიმე სახის ჯარიმა. 33 წლის მებრძოლმა UFC 281-ის ღონისძიებაზე ალექს პერეირას (7-1) წინააღმდეგ იჩხუბა, თუმცა მეხუთე რაუნდში დანოკაუტდა და ტიტული დაკარგა. აღსანიშნავია, რომ წარმოშობით ნიგერიელი სპორტსმენი 'პოატანთან' კარიერაში მესამედ დამარცხდა, პირველი ორი მატჩი კიკბოქსინგში გაიმართა.

კომენტარები

ბოლო ამბები