Thumbnail

სანაძე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს - დუდამ კონტრაქტი ანორთოსისთან გააფორმა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 7-ნომრიანი მაისური აიღო
  • მისი ახალი კლუბი ფამაგუსტას ანორთოსისია, რომელსაც 4 ტურში 1 მოგება აქვს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრების 30 წლის კალათბურთელი დუდა სანაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს. დუდამ კონტრაქტი ფამაგუსტას ანორთოსისთან გააფორმა და ახალ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ დუდა 2021 წლიდან სერბული ჩაჩაკის ღირსებას იცავდა, რომელსაც მიმდინარე წლის მაისში დაემშვიდობა და მას მერე უგუნდოდ იყო.

მიუხედავად ამისა, სანაძე ფორმას ინარჩუნებდა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ნოემბრის ფანჯარაში საქართველოს ნაკრების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დუდამ ისლანდიასთან 13 ქულა ჩააგდო, იტალიასთან კი – 14.

დუდა სანაკრებო მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

დუდა ეროვნულ გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, საკლუბო დონეზე კი პრიმორსკას (სლოვენია), პისტოიას (იტალია), გიპუზკოას (ესპანეთი), როსა რადომის (პოლონეთი), ფუენლაბრადას (ესპანეთი), ოლივეირენშესა (პორტუგალია) და ალ ხორის (ყატარი) რიგებშიც უთამაშია.

ვთქვათ ისიც, რომ კვიპროსის ჩემპიონატში უკვე 4 ტურია გამართული და ანორთოსისი 1 მოგებითა და 3 მარცხით მე-8 ადგილზეა (სულ 11 კლუბი თამაშობს). ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს აუტსაიდერ ნიქოზიის ომონიასთან ჩაატარებენ და მოსალოდნელია, რომ ქართველი კალათბურთელის დებიუტიც მაშინ შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები