Thumbnail
  • ფრესნო სტეიტი 60:67 სან ფრანცისკო
  • 21 წლის ქართველ ცენტრს აქტივში 4 მოხსნა და 1 დაფარებაც ჰქონდა

სან ფრანცისკო დონსის 21 წლის ქართველი კალათბურთელი საბა გიგიბერია (სიმაღლე 216 სმ.) კვლავ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. საბას კლუბმა NCAA-ს სეზონის სტარტზე ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა, ქართველმა ცენტრმა კი მოედანზე 8 წუთი გაატარა.

სან ფრანცისკოელებმა სტუმრად ფრესნო სტეიტ ბულდოგსს 67:60 სძლიეს, საბამ კი აღნიშნულ დროში სამქულიანი ჩააგდო (სტუმართა მხრიდან პირველი ქულები მიითვალა), 2 ორქულიანი ააცილა და აქტივში 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 დაფარებაც ჰქონდა, პასივში კი – დაკარგვა და პერსონალური ფოლი.

კოლეჯში მოთამაშე ქართველი კალათბურთელების გუნდებიდან დონსი რეიტინგით ყველაზე ძლიერია, გიგიბერია კი ამ გუნდში პირველ სეზონს ატარებს მას მერე, რაც ჯორჯია ტექ-იდან ტრანსფერით გადავიდა. 

სან ფრანცისკო 4 მოგებით ვესტ ქოუსთის კონფერენციის ლიდერებს შორის იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 ნოემბერს ნორსერნ აიოვა პანტერსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები