Thumbnail

ფორმულა 1 | გადაწყვეტილია: დანიელ რიკარდო რედ ბულში ბრუნდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დანიელ რიკარდო გაისად რედ ბულის სათადარიგო პილოტი იქნება
  • ინფორმაცია ჰელმუტ მარკომ დაადასტურა

მოსალოდნელიც იყო და ახლა უკვე დადასტურებული ამბავია: დანიელ რიკარდო რედ ბულში ბრუნდება.

რედ ბულის ავტოსპორტის განყოფილების მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ დაადასტურა, რომ 33 წლის ავსტრალიელი მომავალ სეზონში მათი მესამე პილოტი იქნება. მისი თქმით, რედ ბული რიკარდოს ძირითადად მარკეტინგულ კამპანიებში გამოიყენებს.

მარკომ ისიც აღნიშნა, რომ ოფიციალური სათადარიგო პილოტი ახალზელანდიელი ლიამ ლოუსონი უნდა იყოს. რედ ბულის ძირითადი მრბოლელები მსოფლიოს ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი და სერხიო პერესი არიან. 

როგორც იცით, რიკარდოს მაკლარენის კოკპიტში ადგილი აღარ მისცეს. ავსტრალიელი რედ ბულში 2013-დან 2018 წლამდე ასპარეზობდა. კარიერაში 8 გრანპრი აქვს მოგებული და აქედან 7 რედ ბულში. 

კომენტარები

ბოლო ამბები