Thumbnail

ბორჯღალოსნების მეოთხე მეტოქეც გაირკვა - მსოფლიო თასის შესარჩევი დასრულდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პორტუგალია 16:16 აშშ
  • საქართველოს ნაკრების ჯგუფში პორტუგალია მოხვდა

მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი პორტუგალიისა და აშშ-ის ნაკრებების მატჩით დასრულდა. ამ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქე ირკვეოდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ფრე, 16:16 დაფიქსირდა.

აშშ-ის ნაკრებმა პირველი ტაიმი პორტუგალიასთან 9:10 დათმო. ამერიკელებმა მეორე ტაიმში ლელო დადეს და მატჩის ბოლო წუთამდე 16:13-ს იგებდნენ, მაგრამ მარკეშმა გაწითლებულ დროში ჯარიმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 16:16.

ორივე ნაკრებმა თანაბარი ქულები დააგროვა - 12-12, თუმცა პორტუგალიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რადგანაც მათ ბურთების უკეთესი სხვაობა ჰქონდათ. პორტუგალიას 113-ქულიანი სხვაობა ჰქონდა, ხოლო ამერიკელებს 96-ქულიანი, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთში პორტუგალია მიემგზავრება.

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო თასის ჯგუფში საქართველოსთან, ავსტრალიასთან, უელსთან და ფიჯისთან ერთად ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასი 2023 წელს, საფრანგეთში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები