Thumbnail

თიბილაშვილმა მსოფლიო თასი მოიგო - გამარჯვება უმძიმეს ბრძოლაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უნგრეთში ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი დაიწყო
  • ნინა თიბილაშვილმა ხმლით პარაფარიკაობაში ოქროს მედალი მოიგო

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა უნგრეთის მსოფლიო თასზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის  მფლობელი გახდა. მან ნახევარფინალში მძიმე ბრძოლა გადაიტანა და ფინალშიც დაძაბული შეხვედრა ჰქონდა.

თიბილაშვილმა ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაიმასი 15:11 დაამარცხა, ხოლო ფინალში უკრაინელ ევგენია ბრეუსს უმძიმეს ბრძოლაში მოუგო. ნინამ მეტოქე 15:14 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ხვალ, 19 ნოემბერს, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ოქროს მედლების მოსაგებად რაპირით ასპარეზობაში იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები