Thumbnail

'ცოცხალი რომ ხარ, მადლობა მსაჯს უთხარი' - პერეირამ ადესანიას უპასუხა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ისრაელ ადესანიამ განაცხადა, რომ რეფერის ჩხუბი არ უნდა შეეჩერებინა
  • ალექს პერეირამ მეტოქეს მიმართა და წაგების გამართლების შეწყვეტისკენ მოუწოდა

UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონმა ალექს პერეირამ (7-1) ყოფილ მეტოქე ისრაელ ადესანიას (23-2) ჩხუბის შემდგომ კომენტარებზე უპასუხა და მიანიშნა, რომ მომდევნო ბრძოლის ჩატარებასაც მის წინააღმდეგ აპირებს. 

ადესანიამ 'პოატანთან' დანოკაუტების მერე განაცხადა, რომ მეტოქის დარტყმების გამო არ წაბარბაცებულა, მის მუშტებს ხედავდა, პრობლემა არ ჰქონდა და მსაჯმა მატჩი ნაჩქარევად შეწყვიტა. სწორედ ეს სიტყვები გახდა პერეირას პასუხის საფუძველი. 

"ისრაელ, მოეშვი უსაფუძვლო თავისმართლებას, წაგების გამამართლებელი საბაბების ძიებას და იმის ლაპარაკს, რომ მსაჯმა ბრძოლა ნაადრევად გააჩერა. სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობა უნდა გადაუხადო. თავს მაღლა ვერ წევდი, ძირს იხედებოდა, შენს სახეში მუხლით ერთი-ორი ძლიერი დარტყმა მჭირდებოდა და არავინ იცის რა შედეგი დადგებოდა. ადრეც ვთქვი, შენ ბრწყინვალე მეტოქე იყავი და დიდ პატივს გცემ. დამარცხების მიზეზები საკუთარ გუნდთან ერთად ისე გაანალიზე, რომ ჩემი გაწეული სამუშაო, მიღწეული შედეგი არ დააკნინო. კიდევ ერთი შანსი გექნება, რადგან რიგში მომდევნო ისევ შენ ხარ!" - თქვა ბრაზილიელმა. 

ალექს პერეირამ ისრაელ ადესანია კარიერაში მესამედ დაამარცხა, ნოკაუტში კი მეორედ გაუშვა. პირველი ორი მატჩი კიკბოქსინგში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ წარმოშობით ნიგერიელი მებრძოლს სამჯერ (არც ორჯერ) არავისთან წაუგია. ცხადია, 'პოატანის' გარდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები