Thumbnail

მეოთხე მარცხი კიუშუ ბაშოზე - ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი აქვს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძემ კიუშუს ბაშოზე მეოთხე ბრძოლა დათმო
  • ქართველი სუმოისტი ნიშიკიფუჯისთან დამარცხდა

35 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე კიუშუს ბაშოზე დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მეოთხედ დამარცხდა.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ნიშიკიფუჯი იყო, რომელმაც ქართველ სუმოისტს იორიკირის ილეთით სძლია და მიმდინარე ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძეს ბრძოლის დასრულება რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა მეტოქემ თავი კარგად დაიცვა და საბოლოოდ ქართველი დოჰიოდან გადაიყვანა.

ტოჩინოშინს 7 დღის შემდეგ 3 მოგება და 4 მარცხი აქვს. ტოჩინოშინის მეტოქე მერვე დღეს მე-6 მაეგაშირა რიუდენი იქნება, რომელსაც კიუშუ ბაშოზე 4 მოგება და 3 მარცხი აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები