- კოლეჯთა ლიგაში ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები გამართეს
- გიგიბერიას სამქულიანი NCAA-ში – საბამ ისევ სასტარტო ხუთეულში ითამაშა
NCAA-ში ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები ითამაშეს. ცოტნე ცარციძის ნორზ დაკოტამ სტუმრად 77:73 დაამარცხა ელონის უნივერსიტეტი. ცარციძე სასტარტო ხუთეულში იყო, მან 29 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. დაკოტელები 20 ნოემბერს მონტანა სტეიტს შეხვდებიან.

ნიკა მეცხვარიშვილის ლუიზიანა მონრო სტუმრად TCU-სთან 60:95 დამარცხდა. ნიკა სასტარტოში იყო, მან გუნდს 9 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი და ჩაჭრაც. 21 ნოემბერს მორიგი მეტოქე ლუიზიანა ტექ-ია.
ალექს მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნთმა სტუმრად დაამარცხა ჯორჯთაუნი - 84:66. ქართველი მძიმე ფორვარდის ანგარიშზე 8 ქულაა, აქედან ორი სამქულიანით. 20-ში მომდევნო მეტოქე ვეიკ ფორესტია.
შოთა აბაშიძის ლიტლ როკი სტუმრად ისტ ტენესისთან 76:84 დამარცხდა. 19 წლის გამთამაშებელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. II დივიზიონში ბუკა ფეიქტიშვილის AIC ბრიჯპორტთან 71:94 დამარცხდა. ფეიქრიშვილის ანგარიშზე 4 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრაა.
დავით კაკუშაძის როკჰერსტმა ვოშბერნი 79:70 დაამარცხა. კაკუშაძე სასტარტოში იყო, მან 25 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

III დივიზიონში ლუკა ავალიანის სევანიმ ჰანტიგტონი 100:63 გაანადგურა. ლუკამ ძალიან მაგრად ითამაშა - 29 წუთში 19 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზეა 5 მოხსნა და 4 პასია. ლუკამ თამაშიდან 10-დან 7 ჩააგდო (მათ შორის 1 სამქულიანი). ეს ქართველი მცველის საუკეთესო თამაშია მიმდინარე სეზონში, რომელშიც სევანის 2 მოგება და 3 მარცხი.
ნატალია ოთხმეზურის აიონა პროვიდენსთან 50:53 დამარცხდა. ნატალიამ 31 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
კომენტარები