Thumbnail

"ბორჯღალოსნებმა" კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს! პირველი დონის ქვეყანა სტუმრად პირველად დაამარცხეს, ეს უელსია - 13:12. მატჩის დასრულებისთანავე კომენტარები ორივე გუნდის კაპიტნებმა გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ეს საოცარი გამარჯვებაა. ჩვენ ტიერ 1-ის ქვეყანა ისტორიაში მეორედ დავამარცხეთ, იტალია პირველი იყო. და ამით ძალიან ბევრ ადამიანს დავუმტკიცეთ, რომ ცდებოდნენ. სპორტსმენისთვის საუკეთესო შეგრძებაა, როცა ვინმეს უმტკიცებ, რომ ცდებოდა. საოცარი გრძნობაა, მსოფლიოს ჩემპიონები არ ვართ, მაგრამ ისტორია დავწერეთ. უელსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, განსაკუთრებით ბოლო სეზონის შემდეგ. ასე რომ, ახლა ცვლილებების დროა". 

ჯასტინ ტიპურიკი (უელსის ნაკრების კაპიტანი): "ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მეორე ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, არადა, ტემპის მომატებას ვგეგმავდით. ყოჩაღ საქართველოს, მათ განსაკუთრებით კარგად სტანდარტული მდგომარეობების დროს ითამაშეს. არ არის კარგი მათთან წაგება, მაგრამ მეტოქე შანსს დიდხანს ელოდა და გამოიყენა. დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა ტერიტორიისთვის, განსაკუთრებით მას მერე, რაც 14 კაცით დავრჩით. 22-მეტრიან ზონაში საქართველო ძლიერია, მათ ფიზიკურად დიდი ბიჭები ჰყავთ და როცა ისინი ხაზს უახლოვდებიან, მათი შეჩერება ძნელია. ეს დიდი დარტყმაა, უნდა ვაღიაროთ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოსთან მსოფლიოს თასზეც სათამაშო გვაქვს. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ სიტუაცია ავსტრალიასთან მოგებით უნდა გამოვასწოროთ".  

კომენტარები

ბოლო ამბები