Thumbnail
  • რეჯინა 65:70 ვერონა
  • ბექა ბურჯანაძემ რეჯინაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ბექა ბურჯანაძის რეჯინამ ვერონას უმასპინძლა და 5 ქულით დამარცხდა - 65:70. ბურჯანაძემ იტალიური კლუბის მაისური პირველად მოირგო.

ქართველ კალათბურთელს მთავარმა მწვრთნელმა 10 წუთი მისცა, რა დროშიც ბექამ 3 ქულა და ერთი შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ვერონამ პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგო და მთელი მატჩის განმავლობაში რეჯინას წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

სამწუხაროდ, რეჯინამ ამ სეზონში მეხუთე შეხვედრა დათმო და გასავარდნ ზონაშია. რეჯინას სწორედ ვერონამ გადაასწრო. ბურჯანაძის გუნდი მომდევნო ტურში სკაფატის შეხვდება, რომელიც კიდევ ერთი აუტსაიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები