Thumbnail
  • ტენერიფე 94:78 ვალენსია
  • გიორგი შერმადინის 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ვალენსიას უმასპინძლა და მეტოქეს 16 ქულით მოუგო - 94:78. შერმადინს მორიგი კარგი მატჩი ჰქონდა და გუნდის გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

გიორგიმ პარკეტზე 24:40 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 13-დან 7 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. მატჩის MVP ხაიმე ფერნანდესი გახდა. მან 22 ქულა ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 7 პასი მიუმატა.

ტენერიფემ სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და ლიგის ლიდერია. გიორგი შერმადინის გუნდის მომდევნო მეტოქე ბრეოგანი იქნება, რომელიც ამჟამად მე-7 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები