Thumbnail
  • რომელუ ლუკაკუ ტრავმისგან გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს
  • ბელგიელი თავდამსხმელი მუნდიალის საწყის მატჩებში ვერ ითამაშებს

ბელგიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტზე რომელუ ლუკაკუ ვერ დაეხმარება. Sky-ის ინფორმაციით, 29 წლის ფორვარდი ისევ ტრავმირებულია, რის გამოც ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი თამაში გაუცდება.

ამგვარად, ლუკაკუ მოედანზე 23 ნოემბერს, კანადისა და 27 ნოემბერს, მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ გავა. ბელგიის ნაკრების სამედიცინო პერსონალის მიზანია, რომ გამოცდილი თავდამსხმელი მწყობრში ბოლო ტურში ხორვატიასთან მატჩისთვის (1 დეკემბერი) მაინც იყოს.

რომელუ ლუკაკუმ ტრავმა აგვისტოში, ლაციოსა და ინტერის მატჩში მიიღო და მოედანზე დაბრუნება მხოლოდ ოქტომბერში შეძლო (ზედიზედ ორ შეხვედრაში ითამაშა), თუმცა, შემდეგ ვარჯიშზე დაზიანება გაუმიზეზდა და მას შემდეგ არ უთამაშია. ამგვარად, დიდი ალბათობით, ოპტიმალური ფორმისგან შორსაა.

შეგახსენებთ, რომ მილანის ინტერის თავდამსხმელი ბელგიის ნაკრების რიგებში 2010 წლიდან თამაშობს და 102 მატჩში 68 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები