Thumbnail
  • ვისკონსინი 102:118 აიოვა
  • ქართველმა კალათბურთელმა 18 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა

მილუოკი ბაქსის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს G ლიგის კლუბ ვისკონსინ ჰერდის მაისურით მორიგი მატჩი ჩაატარა და ისევ გამორჩეული იყო.

ვისკონსინელები ველს ფარგო არენაზე აიოვა ვულვს გაეჯიბრნენ და 102:118 წააგეს, მამუკელაშვილმა კი მოედანზე 34 წუთი გაატარა (გუნდში ველაზე მეტი) და ორივე გუნდის რიგებში ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლი მიითვალა – 18 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 5 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.

სანდრომ 11-დან 6 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ვისკონსინ ჰერდს 4-4 მოგება-წაგება მოუგროვდა და ცენტრალურ დივიზიონში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 ნოემბერს ისევ აიოვასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები