Thumbnail
  • ანორთოსისი 67:65 ომონია
  • საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მატჩის გმირი გახდა

საქართველოს ნაკრების 30 წლის კალათბურთელ დუდა სანაძეს ჩინებული დებიუტი ჰქონდა კვიპროსის ჩემპიონატში, სადაც ის ფამაგუსტას ანორთოსისის რიგებში ჩაირიცხა.

ქართველი მცველის ახალი კლუბი ნიქოზიის ომონიას დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 67:65 იმარჯვა, შეხვედრის გმირი კი სწორედ ჩვენებური გახდა.

ომონიელებმა დუდა სანაძის შეჩერება ვერ მოახერხეს

სანაძემ მოედანზე 34 წუთი გაატარა, 27 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა და MVP-ს ტიტულის მფლობელიც გახდა. დუდამ 6-ვე ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 4-დან 3 ჯარიმა გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ანორთოსისს 5 ტურში 2 მოგება მოუგროვდა და 11-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 26 ნოემბერს სტუმრად კერავნოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები