Thumbnail
  • ქარიმ ბენზემას ტრავმამ კრიშტიანო რონალდოს რეალში დაბრუნების შანსები გააჩინა
  • პორტუგალიელ ფორვარდს მადრიდულ გრანდთან 6-თვიანი კონტრაქტი სურს

როგორც sport.es წერს, მას შემდეგ რაც მადრიდის რეალმა კარიმ ბენზემას ტრავმის გამო თავდამსხმელის დამატება გადაწყვიტა, კრიშტიანო რონალდომ 'ბლანკოსს' საკუთარი თავი 6 თვით შესთავაზა. 

უდიდესი ალბათობით, სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავი მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს. თუმცა, მთავარი გადასაჭრელი პრობლემა ხელფასის საკითხია - რონალდომ კონტრაქტით დარჩენილ 6 თვეში იუნაიტედისგან, დაახლოებით, 12 მილიონი ფუნტი უნდა მიიღოს. კლუბს კრიშტიანოსთვის არაფრის გადახდა არ სურს და პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის გაშვებას უფასოდ გეგმავს. ცენტრალური როლი მოთამაშის აგენტ, ჯორჯე მენდეშს აქვს, რომელმაც ოპტიმალური ვარიანტი უნდა მოიფიქროს.

რონალდოს რეალში დაბრუნება აქამდეც უნდოდა, მაგრამ მადრიდელებს ინიციატივა არ გამოუჩენიათ, ახლა კი, ბენზემას ტრავმამ სცენარი შეცვალა. 'თეთრების' პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს კრიშტიანოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ხელს ერთი ფაქტორი უშლის, რომელიც რეალის ბოსმა ჯერ ვერ გადაწყვიტა. 75 წლის ფუნქციონერი მიიჩნევს, რომ ქარიმის გამოჯანმრთელების შემდეგ სწორედ ფრანგი უნდა იყოს გუნდის მთავარი მოთამაშე, პორტუგალიელის ხასიათიდან გამომდინარე, ეს პრობლემა შეიძლება გახდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები