Thumbnail
  • აიონა 109:102 ვისკონსინი | მამუკელაშვილი: 12 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი 
  • ამაღამ სანდრო უკვე მილუოკი ბაქსის რიგებში ითამაშებს

სანდრო მამუკელაშვილმა კვლავ NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) ითამაშა, მისი ვისკონსინ ჰერდი სტუმრად აიონა ვულვზთან დამარცხდა - 102:109. სანდროს 1 მოხსნა დააკლდა მორიგ ორმაგ დუბლამდე. 

სანდრო საშუალოდ 15.5 ქულას, 9.3 მოხსნას და 4.5 პასს აკეთებს

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მან მხოლოდ 25 წუთი ითამაშა, თუმცა შედეგიანი იყო - 12 ქულა ჩააგდო (აქედან 2 სამქულიანი). მამუკელაშვილის ანგარიშზეა 9 მოხსნა (3 შეტევაში), 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაა. მან 3-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა. ამ სეზონში სანდრო მამუკელაშვილი საშუალოდ 15.5 ქულას, 9.3 მოხსნას და 4.5 პასს აკეთებს. 

ვისკონსინს 4 მოგება და 5 მარცხი აქვს და 27 ნოემბერს შინ სიუქს ფოლს სკაიფორსს ხვდება. სანდროს გუნდი ცენტრალურ დივიზიონში მე-6 პოზიციაზეა (პლეი ოფში 4 გადის). 22 ნოემბერს (05:00) ქართველი ფორვარდი უკვე ბაქსის რიგებში იქნება და შესაძლოა, პორტლანდთან ითამაშოს. 

გიორგი ბეჟანიშვილის კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი 97:105 დამარცხდა ვესტჩესტერთან. ქართველი ფორვარდი სკამიდან ჩაერთო მატჩში, მან 20 წუთში 7 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. მის ანგარიშზეა 1 დაფარებაც. აღსანიშნავია, რომ გიორგის +15 ჰქონდა, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია. სკაიჰოუკსს 3 მოგება და 3 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები