Thumbnail

NCAA-ში ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი მატჩები გამართეს. ცოტნე ცარციძის ნორზ დაკოტა მონტანა სტეიტთან დამარცხდა - 71:81. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 26 წუთი ითამაშა. მან გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოუტანა. 22 ნოემბერს დაკოტელები ვისკონსინ-სტაუტს ხვდებიან.

ალექს მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნტმა შინ ოვერტაიმში მოუგო ვეიკ ფორესტს - 77:75. ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 14 წუთი ითამაშა: 3 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება. ეს შეხვედრა იამაიკაში ჩატარდა. ლოიოლამ ამ გამარჯვებით "იამაიკა კლასიკის" თასი მოიგო. 

შოთა აბაშიძის ლიტლ როკმა შინ 94:91 მოუგო ჯეკსონ სტეიტს, თუმცა ქართველ გამთამაშებელს კვლავ არ უთამაშია. III დივიზიონში კვლავ მოიგო ლუკა ავალიანის სევანიმ, რომელმაც ლაგრანჟი ოვერტაიმში დაამარცხა - 93:89. ლუკა სასტარტოში იყო, მან 30 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.  

კომენტარები

ბოლო ამბები