Thumbnail
  • 17-21 ნოემბერს ნინო სალუქვაძის ტირში ქველიაშვილის თასი გაიმართა
  • პირველ-მეორე ადგილებზე 'კლუბ ნინო სალუქვაძის' გუნდები გავიდნენ

დასრულდა "შოთა ქველიაშვილის საერთაშორისო თასი", რომელსაც 5 დღის განმავლობაში მასპინძლობდა ნინო სალუქვაძის ტირი. 21 ნოემბერს, ტურნირის ბოლო დღეს გაიმართა გუნდური შეჯიბრება, სადაც თითოეულ გუნდში 4-4 მონაწილე შედიოდა.

ტურნირმა წარმატება მასპინძლებს მოუტანა: პირველ-მეორე ადგილებზე "კლუბ ნინო სალუქვაძის" გუნდები გავიდნენ, მესამეზე - ქუთაისის. მათ 5 ქულით აჯობეს სტუმარ აზერბაიჯანელთა ერთ-ერთ გუნდს.

მიმდინარე წლის დასრულებამდე სალუქვაძის ტირი კიდევ ერთ შეჯიბრებას უმასპინძლებს - დეკემბრის ბოლოს თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდება, მანამ კი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გაივლიან ქუთაისში.

I. თბილისი, "კლუბი ნინო სალუქვაძე" - 1131ქულა

ლიზი კილაძე: 284 (94, 94, 96)
კაკო მოსულიშვილი: 286 (92, 99, 95)
მარიამ ღვინიაშვილი: 277 (94, 94, 89)
ვლადისლავ მაიოროვი: 284 (95, 95, 94)

II. თბილისი, "კლუბი ნინო სალუქვაძე" - 1123 ქულა

მარიამ აბრამიშვილი - 282 (91, 96, 95)
ცოტნე მაჭავარიანი - 283 (95, 95, 93)
მეგი ქადაგიძე - 278 (92, 94, 92)
ლევან ქადაგიძე - 280 (93, 92, 95)

III. ქუთაისი - 1113 ქულა

ნინო ხუციბერიძე - 279 (90, 93, 96)
გიორგი მუმლაძე - 277 (91, 93, 93)
ნინო კუპრაშვილი - 275 (97, 90, 88)
იოანე ხვარეშია - 282 (94, 94, 94)

კომენტარები

ბოლო ამბები