Thumbnail
  • საფრანგეთის თასის 1/32-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • ზურიკო დავითაშვილის, გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი კოხრეიძის მეტოქეები გაირკვა

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალურ ეტაპზე გუნდები დაწყვილდნენ. ტურნირის ამ ეტაპზე უკვე ლიგა ერთის წარმომადგენლებიც ერთვებიან. ამ ეტაპზე სამი ქართველი ფეხბურთელიც ითამაშებს - ზურიკო დავითაშვილი 1/16 ფინალის საგზურის მოპოვებას ბორდოსთან ერთად ეცდება, გიორგი მიქაუტაძე თასის მომდევნო ეტაპზე გასვლას მეცის მაისურით ეცდება, ხოლო გიორგი კოხრეიძე გრენობლთან ერთად ეცდება წარმატების მიღწევას.

სამივე ქართველის კლუბმა ამ ეტაპამდე 2-2 მეტოქე გააგდო. ზურიკომ სტად ბორდელეს წინააღმდეგ 1/128 ფინალში შეძლო თავის გამოჩნენა.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მან ქვედალიგელ რაონ ლ'ეტაპთან შეხვედრაში გამოიჩინა თავის, რის შემდეგაც მისმა გუნდმა ეპინალიც გააგდო და ამ ეტაპამდე მოვიდა.

გიორგი კოხრეიძეს ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია. მისი გრენობლი 1/32-ფინალურ ეტაპზე ნიმის წინააღმდეგ ითამაშებს. გრენობლი მატჩის მასპინძელი იქნება.

ზურიკო დავითაშვილის ბორდოს მეტოქე ლიგა ერთის გუნდი რენი შეხვდა. ბორდო მატჩის მასპინძელი იქნება. გიორგი მიქაუტაძის მეცი კი ლიონს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ლიონის აკადემიის აღზრდილია. საფრანგეთის თასის ეს ეტაპი იანვარში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები