Thumbnail

კოლინამ ახსნა, რატომ ამატებენ ამდენს კატარული მუნდიალის მატჩებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ხალხს ეს არ უნდა გაკვირვებოდა'
  • პიერლუიჯი კოლინას კომენტარი თემაზე, რომელიც განხილვის თემად იქცა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მხოლოდ მე-2 დღე მიმდინარეობს, თუმცა, ერთი ტენდენცია უკვე გამოიკვეთა: მსაჯები ტაიმებს უცნაურად ბევრ დროს ამატებენ.

ამ მხრივ რეკორდული ინგლისისა და ირანის ნაკრებთა შეხვედრა გამოდგა, რომელსაც ჯამში 24 (!) წუთი დაემატა. სულ მუნდიალზე უკვე ჩატარებულ ოთხ თამაშს არბიტრებმა 57 წუთი დაამატეს, რაც საშუალოდ 14.2 (!) წუთია.

აღნიშნული თამაშისას საქმეში ტრავმებიც ჩაერია, თუმცა, სიტუაცია მაინც უჩვეულოა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ფიფას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე პიერლუიჯი კოლინამ გააკეთა.

“ჩემპიონატის დაწყებამდეც ვამბობდი, რომ ხალხს არ უნდა გაკვირვებოდა, თუკი დაინახავდნენ, რომ მე-4 მსაჯის ტაბლოზე ბევრი დრო აინთებოდა. თუნდაც 6, 7 ან 8 დამატებითი წუთი. თუ ქომაგს სურს, რომ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთი იხილოს, ამისთვისაც მზად უნდა იყოს. წარმოიდგინეთ მატჩი, სადაც ვთქვათ, 3 გოლი გავიდა. თითოს აღნიშვნა წუთნახევარს მაინც გრძელდება და გამოდის, რომ ამ დროს 5-6 წუთი იკარგება. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ თითოეულ ტაიმს იმდენი დრო დაემატოს, რამდენიც რეალურად დავკარგეთ”.

აღნიშნულმა ნოვაციამ უკვე გამოიწვია დისკუსია და ცხადია, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდებული სიახლეა, თუმცა, ძალიან შფოთავენ ტელევიზიები, რომელთაც საეთერო ბადეში გაუთვალისწინებელი ცვლილებების შეტანა უწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები