Thumbnail
  • 'ევროპელებზე წინ მათ დავაყენებდი, ნეიმარი და მესი ძალიან კარგად გამოიყურებიან'
  • ბარსელონას მწვრთნელის აზრით, საუკეთესო შანსი ბრაზილიას და არგენტინას აქვთ

ბარსელონას მთავარმა მწვრთმელმა ჩავიმ, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 133 მატჩი აქვს ჩატარებული, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა და მათ შორის ესპანელები არ დაასახელა.

“მუნდიალის ფავორიტები? ევროპელებზე წინ ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს დავაყენებდი. ნეიმარი და მესი ძალიან კარგად გამოიყურებიან. საფრანგეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, ინგლისს, გერმანიას, ბელგიასა და ხორვატიას შანსი ასევე ექნებათ. ესპანეთის ნაკრები? იმედი ყოველთვის არსებობს. ლუის ენრიკემ კარგი გუნდი შექმნა და თავადაც ჩინებული სპეციალისტია. მისი მთავარი პლუსი ხასიათია”.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე E ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად კოსტა რიკა, გერმანია და იაპონია ეყოლება. ესპანელები სასტარტო შეხვედრას 23 ნოემბერს კოსტა რიკასთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები