Thumbnail

არგენტინის ნაკრების ვეტერანი გარემარბი ანხელ დი მარია საუდის არაბეთთან სენსაციურ მარცხს (1:2) გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეტოქის ტაქტიკა მათთვის მოულოდნელი იყო.

“მთავარია, მუშაობა გავაგრძელოთ. ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომელსაც გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია. ფაქტია, რომ მათ მახეში მოვყევით, ოფსაიდის მახეში”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში არგენტინელი ფეხბურთელები მხოლოდ პირველ ტაიმში თამაშგარეში 7-ჯერ მოხვდნენ, სულ კი, მათზე 10 ოფსაიდი დაფიქსირდა.

არგენტინა ლიონელ მესის გოლის წყალობით იგებდა, თუმცა, მე-2 ნახევრის ხუთწუთიან მონაკვეთში 2-ჯერ გაუშვა და საერთო ჯამში, სამარცხვინო მარცხი განიცადა. სათქმელია ისიც, რომ შესვენებამდე მსაჯმა სამხრეთამერიკელთა 3 გოლი სწორედ ოფსაიდების გამო გააუქმა.

კომენტარები

ბოლო ამბები