- როგორ გამოეხმაურა არგენტინული პრესა საუდის არაბეთთან მარცხს
- ისტორიული სირცხვილი! როგორ წააგო არგენტინამ საუდის არაბეთთან
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი სენსაცია ამავდროულად ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სენსაციაა: არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა.
არგენტინაში ყველა შოკშია. მედია უდიდეს სირცხვილზე წერს.
TyC Sports: “არგენტინამ დიდი დარტყმა მიიღო. ჩვენმა გუნდმა ზედმეტად რთული ფეხბურთი ითამაშა და ცივი შხაპიც მიიღო. ბევრი შანსი იყო, მაგრამ ცოტა რეალური მომენტი და შედეგად მქუხარე მარცხი მივიღეთ.”
Olé: “დარტყმა. ნაღდი დარტყმა, რომელმაც ჩვენი ნაკრები დააგდო. საუდის არაბეთის ეს გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი სერიოზული შოკია. პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად იყო, მერე კი საუდის არაბეთმა თამაში შეატრიალა. დაუჯერებელია.”
Diario Popular: “აბსოლუტური მოულოდნელობა! არგენტინის ნაკრებმა სამარცხვინოდ ითამაშა და ახლა მეტი შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს.”

Crónica: “არ შეიძლება, ეს სინამდვილე იყოს! არგენტინა მეორე ტაიმში მოედანზე ჩაძინებული გავიდა და საუდის არაბეთმა ეს გამოიყენა. აუტსაიდერთან დაშვებული შეცდომები მექსიკასთან და პოლონეთთან უნდა გამოსწორდეს.”
Clárin: “მძიმე დარტყმა არგენტინას. საუდის არაბეთმა მოგვიგო და მთელი მსოფლიო გაოცა.”
La Natión: “კრიტიკული სცენარი. არგენტინის ნაკრებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. არადა, გუნდი ძალიან ახლოს იყო ისტორიულ მიღწევასთან - ზედიზედ 37-ე წაუგებელ მატჩთან. პრობლემები ისევ გამოჩნდა და ამ პრობლემებზე სკალონის მეორე ტაიმში პასუხი არ ჰქონდა.”
კომენტარები