Thumbnail

'ახალი გამოწვევის დრო მოვიდა' - რონალდო მანჩესტერიდან წასვლაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

კრიშტიანო რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის გაწყვეტაზე პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის კარიერაში ახალი გამოწვევისთვის შესაფერისი მომენტია.

"მანჩესტერთან შევთანხმდი გუნდის ნაადრევად დატოვებაზე. მიყვარს ეს კლუბი, მიყვარს მისი ყველა გულშემატკივარი. ის ყველაფერი, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში მოხდა, ჩემს გრძნობებს ვერ შეცვლის. დადგა შესაფერისი დრო ახალი პირადი გამოწვევისთვის. ჩემს თანაგუნდელებს სეზონის ბოლომდე წარმატებებს ვუსურვებ", - რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო მანჩესტერში პირველად 2003 წელს მოხვდა და "ოლდ ტრაფორდზე" 2009 წლამდე დარჩა, შემდეგ კი კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელა. 2018-2021 წლებში ის იუვენტუსში იყო, ხოლო ინგლისურ გრანდში გასულ წელს დაბრუნდა. CR7-მ მანჩესტერში მთლიანობაში 346 მატჩში 145 გოლი გაიტანა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 37 წლის სუპერვარსკვლავი, რომელიც უკვე თავისუფალი აგენტია.

კომენტარები

ბოლო ამბები