Thumbnail

მარტივი გამარჯვება: ტოჩინოშინმა ატამიფუჯის 3 წამში მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძემ კიუშუს ბაშოზე მეხუთე ბრძოლა მოიგო
  • ქართველმა სუმოისტმა ატამიფუჯი დაამარცხა

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე კიუშუს ბაშოზე დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მეხუთედ მოიგო.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ატამიფუჯი გახლდათ, რომელსაც ქართველმა სუმოისტმა ჰატაკიკომის ილეთით სძლია და მიმდინარე ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლა მარტივად წარიმართა, ტოჩინოშინმა შეჯახების შემდეგ მეტოქე დოჰიოსკენ დაქაჩა და გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინს 11 დღის შემდეგ 5 მოგება და 6 მარცხი აქვს. ლევანის მეტოქე მე-12 დღეს მე-13 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელსაც კიუშუ ბაშოზე ლევან გორგაძის მსგავსი ბალანსი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები