Thumbnail

მეტოქე სერიოზულია - UFC-ში რომან დოლიძის მომდევნო ბრძოლა დაიგეგმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომან დოლიძე წლის მეოთხე ბრძოლას ტურნირში UFC on ESPN 42 გამართავს
  • 34 წლის მებრძოლი 3 დეკემბერს, ორლანდოში, შვედ ჯეკ ჰერმანსონთან იჩხუბებს 

UFC-ში რომან დოლიძის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია. ESPN-ის ცნობით, 34 წლის ქართველი მებრძოლი დათანხმდა ამერიკელი დერეკ ბრანსონის ჩანაცვლებას, რომელსაც შვედ ჯეკ ჰერმანსონთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა. 
 
ამრიგად, დოლიძე ოქტაგონზე ჰერმანსონის წინააღმდეგ 4 დეკემბერს, ტურნირის UFC on ESPN 42-ის საშუალო წონაში გავა, რომელიც ორლანდოში (აშშ) ჩატარდება.   

რომან დოლიძემ UFC-ში 6 ბრძოლა ჩაატარა და 5 გამარჯვება მოიპოვა. მან 3 ჩხუბი პირველ რაუნდში დაასრულა - ნოკაუტით ხადის იბრაგიმოვი, კაილი დოკასი და ფილ ჰოუსი დაამარცხა. ბოლო შეხვედრა დოლიძეს სწორედ ჰოუსთან, ოქტომბერში ჰქონდა. MMA-ში მას 12 ბრძოლიდან 11 აქვს მოგებული.

რომანმა ბოლოს ამერიკელი ფილ ჰოუსი დაამარცხა

რაც შეეხება ქართველი მებრძოლის მომავალ მეტოქეს, 34 წლის შვედმა, რომელიც საშუალო წონის დივიზიონის რეიტინგში ამჟამად მე-8 პოზიციაზეა, ბოლოს ივლისში, ამერიკელ კრის კერტისთან იჩხუბა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოცხადდა. მის აქტივში MMA-ში 23 მოგება და 7 მარცხია, UFC-ში კი 10 მოგება და 5 წაგება აქვს. 

რომან დოლიძეს, რომელსაც შანსი აქვს, 2022 წელი დაუმარცხებლად დაასრულოს, ჯეკ ჰერმანოსნთან სერიოზული გამოცდა ელის, წარმატების შემთხვევაში კი ქართველი მებრძოლი მოგებათა სერიას 4-მდე გაზრდის. 

კომენტარები

ბოლო ამბები