Thumbnail
  • ლევან ჩოხელი ბელატორმა წონის ათეულში შეიყვანა
  • ქართველმა სპორტსმენს ორგანიზაცია ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ლევან ჩოხელმა ბელატორში მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მებრძოლმა დაუმარცხებელი რომან ფარალდოს წინააღმდეგ იჩხუბა. ბრაზილიელმა კარიერაში პირველი ბრძოლა დათმო, ხოლო ლევანის მოგება-წაგების რეკორდი ბელატორში გათანაბრდა (2-2).

ორგანიზაციამ ჩოხელს ფარალდოსთან მოგება დაუფასა და წონის 10 საუკეთესო მებრძოლში შეიყვანა. როგორც აღვნიშნეთ, ლევანს ბელატორში ორი მარცხი აქვს და ორივე შეხვედრა ათეულის მებრძოლებთან დათმო. კაილ ქრაჩმერი, რომელთანაც ლევანი პირველად დამარცხდა, რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს. გოიტი იამაუჩი კი რეიტინგის მე-6 ნომერია.

ლევან ჩოხელის წონის ლიდერი კარიერაში დაუმარცხებელი უკრაინელი მებრძოლი იაროსლავ ამოსოვია, რომელსაც 26-დან 26 ბრძოლა აქვს მოგებული. ამოსოვი ბელატორში კარიერას მალე გააგრძელებს, ის უკრაინის არმიას რუსეთთან ბრძოლაში ეხმარებოდა და მშობლიური ქალაქი ირპენი ოკუპანტებისგანაც გაათავისუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები