- UFC-მა გურამ ქუთათელაძისა და ტაიგო მოიზესის შეხვედრა გამოაცხადა
- 30 წლის ქართველი მებრძოლი მორიგ ბრძოლას ბრაზილიაში ჩაატარებს
UFC-ში გურამ ქუთათელაძისა და ბრაზილიელი ტიაგო მოიზესს შორის მომავალი დაპირისპირების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა. ბრძოლა 22 იანვარს, ტურნირის UFC 283-ის ფარგლებში, მსუბუქ წონაში შედგება, რომელიც ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გაიმართება.
შეგახსენებთ, 30 წლის ქართველმა მებრძოლმა, რომელიც შვედეთის მოქალაქეობააც ფლობს, ბოლოს ამ წლის ივნისში, ტურნირში UFC on ESPN 37 იჩხუბა და ყაზახ დამირ ისაგულოვთან, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
შერეულ ორთაბრძოლებში მის ანგარიშზე 12 გამარჯვება და 3 მარცხია. UFC-ში კი, სადაც 2020 წლიდან გამოდის და თითო მოგება და მარცხი აქვს, ეს ქართველი სპორტსმენის მესამე ორთაბრძოლა იქნება.
რაც შეეხება ქუთათელაძის მეტოქეს, ტიაგო მოიზესმა ბოლოს კრისტოს გიაგოსს აჯობა, სულ კი 27 წლის ბრაზილიელის აქტივში 16 მოგება და 6 წაგებაა.
კომენტარები