Thumbnail
  • 📅 24 ნოემბერი | 🏟 ლუსაილი | ⌚ 23:00 | 🟠 ბრაზილია V სერბეთი
  • ტიტეს გუნდი მუნდიალს 15-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება
  • სერბეთის ნაკრები მეორე ეშელონის გუნდებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

...და აი, კიდევ ერთი მთავარი ფავორიტის დროც მოვიდა: მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ბრაზილია მუნდიალს საკმაოდ რთული მატჩით იწყებს.

"სელესაოს" ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში სერბეთის ნაკრები ელოდება. ევროპელებს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავთ და ბევრი მიიჩნევს, რომ ისინი მეორე ეშელონის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულები არიან - გრანდების გამწარება და შორს წასვლა შეუძლიათ. ამის ნათელი მაგალითი ამ მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრაა, სადაც სერბებმა პორტუგალიას სტუმრად 2:1 მოუგეს და რონალდოს გუნდი კატარში მოსახვედრად პლეი ოფში გაუშვეს. სერბები მაგრად იბრძოლებენ. ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება.

ბრაზილიისა და სერბეთის გარდა, ჯგუფში კამერუნის და შვეიცარიის ნაკრები გუნდები არიან. მიმდინარე მუნდიალზე ეს ერთ-ერთი ყველზე გამორჩეული და რთული ჯგუფია, სადაც გამორიცხული არაფერია. სწორედ ამიტომ, პირველ შეხვედრაში ორივე გუნდისთვის წარმატების მიღწევა და ქულების აღება ძალიან მნიშვნელოვანია.

ბრაზილიელები თავიანთი დომინანტობისა და ფავორიტობის განმტკიცებას პირველივე წუთებიდან შეეცდებიან. სერბებს ძალიან კარგი შემტევები ჰყავთ, რის ხარჯზეც კონტრშეტევებზე თამაში არ უნდა გაუჭირდეთ და ეს მათთვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი უნდა იყოს.

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე

"სერბეთი ძალიან გამოცდილი ნაკრებია, რომელსაც შედეგებიც კარგი აქვს. მათ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოაკლდათ, თუმცა, ეს არაფერს ცვლის. მათ დიდ პატივს ვცემთ და ფავორიტები მხოლოდ მანამდე ვართ, სანამ მინდორზე გავალთ. სერბების შემტევ ფეხბურთელებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ," - განაცხადა ბრაზილიელთა მწვრთნელმა ტიტემ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ ორ ნაკრებს ისტორიაში ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული. პირველი 2014 წელს ამხანაგური შეხვედრა იყო, რომელშიც ბრაზილიამ სერბეთს 1:0 მოუგო, მეორედ კი - წინა მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც სერბები 0:2 დამარცხდნენ და პლეი ოფში ვერ გავიდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მაშინ ბრაზილიასთან და სერბეთთან ერთად ჯგუფში შვეიცარიის ნაკრები იყო, რომელიც 4 წლის შემდეგაც მათთან ერთადაა.  

საინტერესო ფაქტები

🟠 ბრაზილიისა და სერბეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს სულ 2-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც ორივე შეხვედრა სამხრეთამერიკელებმა მოიგეს.

🟠 სერბეთის ნაკრების ბოლო 7 შეხვედრიდან (მსოფლიოს ჩემპიონატზე) 6-ში თამაში 1-ბურთიანი სხვაობით მორჩა.

🟠 ბრაზილიის ნაკრები ერთადერთია, რომელსაც ყველა მუნდიალზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

🟠 ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ (5) აქვს მოგებული.

🟠 მას შემდეგ რაც, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნეიმარის დებიუტი შედგა (2014 წელს) მან მუნდიალზე ბრაზილიის მიერ გატანილი გოლების (19) 42 პროცენტში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 2 ასისტი).

🟠 ტიტეს გუნდს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლოს ბრაზილია არგენტინასთან, კოპა ამერიკის ფინალში დამარცხდა (0:1).

🟠 სერბეთის ეროვნულ ნაკრებს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

🟠 ბრაზილიის ნაკრებმა ბოლო 5 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე) 18 გოლი გაიტანა.

🟠 სერბებმა ბოლო 5 დაპირისპირებიდან (ყველა ტურნირზე) 3-ში კარი მშრალად ვერ შეინახეს.

🟠 სერბებს ბრაზილიელების კარში გოლი არასოდეს არ გაუტანიათ.

🟠 ტიტეს გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან (ყველა ტურნირზე) 3-ში გოლი არ გაუშვა. 

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი - დანილო, მილიტაო, სილვა, ალექს სანდრო - კაზემირო, ფრედი - რაფინია, ნეიმარი, პაკეტა - რიშარლისონი.
ტრავმა: ანტონი (?), მარკინიოსი (?).

სერბეთი (3-4-1-2): ვ. მილინკოვიჩ-სავიჩი - პავლოვიჩი, ს. მიტროვიჩი, მილენკოვიჩი - ზივკოვიჩი, ს. მილინკოვიჩ-სავიჩი, გუდელი, კოსტიჩი - ტადიჩი - ვლაჰოვიჩი, იოვიჩი.
ტრავმა: ა. მიტროვიჩი (?), ლუკიჩი (?).

კომენტარები

ბოლო ამბები