Thumbnail

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონიასთან სენსაციური მარცხით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ 75-ე წუთამდე იგებდა. მატჩის შემდეგ გერმანულ მედიასთან თომას მიულერმა თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღიარა, რომ მარცხი დამსახურებული იყო.

"რეალურად დროის უმეტეს ნაწილში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ფეხბურთში საგოლე მომენტებისა და უპირატესობის გამოყენება საჭიროა. სასაცილოა, რომ წავაგეთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ როგორ გავუშვით გოლები, დაუმსახურებლად არ დავმარცხებულვართ. საბოლოო ჯამში გამოუყენებელი მომენტების გამო, მხოლოდ საკუთარი თავები უნდა დავადანაშაულოთ. თამაშს თავიდანვე სერიოზულად მივუდექით, ბურთს დომინანტურად ვფლობდით. მარცხის ანალიზი ადვილი არასდროსაა, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ - შედარებით ადვილი გასაანალიზებელია სპორტული თვალსაზრისით, მაგრამ ძნელად აღსაქმელი ემოციურად, რადგან სულ სხვა რაღაცას წარმოვიდგენდით. თუ ფეხბურთში საგოლე მომენტებს ვერ გამოიყენეს, ვერაფერს მოიგებ".

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა ბოლო სამი დიდი ტურნირი მარცხით დაიწყო (მუნდიალი 2018 მექსიკასთან, ევრო 2020-ზე საფრანგეთთან და ახლა იაპონიასთან), ხოლო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან დიდ ტურნირებზე 8 მატჩიდან 5 წააგო.

ჰანსი ფლიკის გუნდი მომდევნო ტურში 27 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები