Thumbnail

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონიასთან სენსაციური მარცხით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ 75-ე წუთამდე იგებდა. მატჩის შემდეგ ჰანსი ფლიკმა გერმანულ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ მარცხი ინდივიდუალური შეცდომებით იყო გამოწვეული.

"ძალიან დიდი იმედგაცრუებაა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელებისთვის. დამსახურებულად დავწინაურდით, მეორე ტაიმშიც გოლის გატანის უამრავი შანსი გვქონდა. იაპონიამ დღეს აშკარად ეფექტიანობით გვაჯობა და ამიტომაც გაიტანეს ჩვენზე მეტი გოლი. ინდივიდუალური შეცდომები გვქონდა, რის გამოც საფასურის გადახდა მოგვიწია", - თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ.

'ძალიან სწრაფად თამაშობენ და რამდენიმე სიტუაციაში ცხოვრება ძალიან გაგვირთულეს'.

გერმანელი სპეციალისტი ახლა უკვე ესპანეთის დამარცხებაზე ფიქრობს:

"არის რაღაცები, რაც უკეთ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ გვაქვს საჭირო ხარისხი, რომ ესპანეთის დამარცხება შევძლოთ. ახლა აქცენტი ამაზე გვაქვს გაკეთებული. მიულერის შეცვლით თამაშში ახალი ენერგიის შეტანა გვინდოდა. ვფიქრობ, წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგია, რისი დაშვებაც არ შეიძლება. ეს აღარ უნდა მოხდეს. ესპანეთი იაპონიისგან განსხვავებული გუნდია. თამაშამდე ვთქვი, რომ იაპონია ჭკვიანი გუნდია და დღეს ეს დავინახეთ. ძალიან სწრაფად თამაშობენ და რამდენიმე სიტუაციაში ცხოვრება ძალიან გაგვირთულეს. ახლა წინ უნდა ვიყუროთ, კიდევ ორი თამაში რჩება და 6 ქულა უნდა გათამაშდეს", - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა ბოლო სამი დიდი ტურნირი მარცხით დაიწყო (მუნდიალი 2018 მექსიკასთან, ევრო 2020-ზე საფრანგეთთან და ახლა იაპონიასთან), ხოლო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან დიდ ტურნირებზე 8 მატჩიდან 5 წააგო.

ჰანსი ფლიკის გუნდი მომდევნო ტურში 27 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები