- გერმანია დომინირების მიუხედავად, იაპონიასთან სენსაციურად დამარცხდა
- ილქაი გიუნდოგანმა აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა
- მეორე შოკი მუნდიალზე! იაპონიამ გერმანიას თამაში შეუტრიალა
- 'ინდივიდუალური შეცდომებით წავაგეთ' - ფლიკი იაპონიასთან მატჩზე
- 'სასაცილო წაგება დავიმსახურეთ' - თომას მიულერის კრიტიკული შეფასება
- 'ეს არ უნდა მომხდარიყო' - რა თქვა ნოიერმა იაპონიასთან მარცხზე
მიუხედავად იმისა, რომ კატარში მსოფლიოს ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, უკვე რამდენიმე სენსაცია ვნახეთ. ერთ-ერთი გერმანიის იაპონიასთან მარცხია (1:2). "ბუნდესნაკრები" შეხვედრის უმეტესი დრო დომინირებდა, თუმცა აზიელებმა თავიანთი მომენტები გამოიყენეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
შეხვედრის შემდეგ სენსაციურ მარცხზე ისაუბრა გერმანიის ნაკრების ერთადერთი გოლის ავტორმა ილქაი გიუნდოგანმა. ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ იაპონელებს გამარჯვების მოპოვებაში თავად დაეხმარნენ და ძალიან მარტივი გოლები გაუშვეს.
"იაპონელებს მოგება ძალიან გავუადვილეთ. გოლები ძალიან მარტივად გავუშვით, განსაკუთრებით - მეორე. არ ვიცი, მუნდიალზე ამაზე იოლი გოლი აქამდე თუ გასულა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიმყოფებით და ეს არ უნდა ხდებოდეს. თამაშის უმეტეს ნაწილში ვდომინირებდით. წარმოუდგენელი მომენტები გვქონდა, მაგრამ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. ცუდად არ ვთამაშობთ, თუმცა რწმენა გვაკლია. ბურთის დაჭერა, მოძრაობა, ბურთის გაცემა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბურთი ყველას არ უნდოდა", - თქვა გიუნდოგანმა.
ჰანსი ფლიკის გუნდი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას 27 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. გერმანიის ნაკრების მთავარი მიზანი 3 ქულის მოპოვება უნდა იყოს, რადგან სხვა შემთხვევაში "ბუნდესნაკრები" პლეი ოფში გასვლის შანსებს ძალიან შეიმცირებს.
კომენტარები