Thumbnail

იაპონიის ნაკრებმა კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან მაგრად დაიწყო: აზიელებმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებს 2:1 მოუგეს და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერეს.

სენსაციური გამარჯვების შემდეგ, იაპონიის ნაკრების ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ მათი მოტივატორი საუდის არაბეთის გუნდი იყო, რომელმაც წინა დღით ტურნირის ერთ-ერთ მთავარი ფავორიტი არგენტინის ნაკრები 2:1 დაამარცხა.

"გუნდისთვის და ჩემთვის წარმოუდგენელი მომენტი იყო. ვუყურეთ საუდის არაბეთს არგენტინის წინააღმდეგ. მათ მოიგეს თამაში, ვფიქრობდით, რომ ჩვენც შესანიშნავი თამაში გვექნებოდა. საუდის არაბეთმა მეც და მთლიანად გუნდიც შთაგვაგონა", - თქვა კაორუ მიტომამ. 

"საუდის არაბეთის გამარჯვებამ შთაგვაგონა. მათ გამო ბედნიერები ვართ. გავიგე, დღეს იქ სახალხო დღესასწაულია. ასე რომ, შესაძლოა, ახლა იგივე იაპონიაშიც მოხდეს", - ეს კი ტაკეფუსა კუბოს სიტყვებია.

იაპონელები მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის შემდეგ შეხვედრას 27 ნოემბერს კოსტა რიკის წინააღმდეგ გამართავენ. წარმატების შემთხვევაში, აზიელები პლეი ოფისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები