Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედი იყიდება - მსურველებ შორის შეიხებიც არიან

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • მანჩესტერ იუნაიტედის გაყიდვა გლეიზერებს კლუბში მოსვლიდან 17 წლის მერე სურთ
  • ინგლისური გრანდის პოტენციურ მყიდველებს შორის აბუ დაბის შეიხებიც არიან

Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა და დროც შემთხვევით არ შეურჩევია - 'ეშმაკების' გასხვისება მას შემდეგ დააანონსეს, რაც ლივერპულის წილების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. 

იუნაიტედის მფლობელები კლუბის სანაცვლოდ, მინიმუმ, 5 მილიარდი ფუნტის მიღებას გეგმავენ, სასურველი თანხა კი 6-8 მილიარდ ფუნტს შორის მერყეობს. პოტენციურ მყიდველებს შორის ფავორიტებად Facebook და Amazon სახელდებიან. ამერიკული კომპანიებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას დუბაიელი შეიხები აპირებენ, რომლებსაც აბუ დაბისთან (მანჩესტერ სიტი), კატართან (პსჟ) და საუდის არაბეთთან (ნიუკასლ იუნაიტედი) 'ჩამორჩენა' არ სურთ. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მომავალ მყიდველს, დაახლოებით, 2 მილიარდი ფუნტის დახარჯვა 'ოლდ ტრაფორდის' რეკონსტრუქციაზე მოუწევს. 

გლეიზერები იუნაიტედს 17 წელია ფლობენ, თუმცა მათი მუშაობით 'წითლების' ფანები უკმაყოფილოები არიან. უკმაყოფილო იყო კრიშტიანო რონალდოც, რომელმაც პირს მორგანისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკული ოჯახი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ კლუბის სპორტული მხარე არ ადარდებდათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები