Thumbnail

ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის თითოეული მატჩის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს და სპეციალურ პრიზს გადასცემს.

ბელგიისა და კანადის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ კევინ დე ბრუინი დაასახელა, რამაც თვითონ ბელგიელი ვარსკვლავიც კი გაკვირვებული დატოვა. როგორც მან აღნიშნა, არ იცის ეს ჯილდო რატომ გადასცეს.

"არ ვფიქრობ, რომ შესანიშნავად ვითამაშე. არ ვიცი, რატომ მომცეს ეს ჯილდო, ალბათ ჩემი სახელის გამო", - თქვა გაკვირვებულმა დე ბრუინმა.

ბელგიის ნაკრებმა კანადა 1:0 დაამარცხა და მუნდიალი 3 ქულით, მაგრამ ძალიან მძიმე თამაშით დაიწყო.

გამარჯვების გოლი მიჩი ბაჩუაიმ ტობი ალდერვეირელდის დიდებული პასის შემდეგ გაიტანა. აღსანიშნავია ტიბო კურტუას წვლილიც, რომელმაც ალფონსო დევისის პენალტი მოიგერია.

კომენტარები

ბოლო ამბები