Thumbnail
  • ქართველი გოლიათი 37 წლის სუმოისტთან დამარცხდა
  • ტოჩინოშინი ხვალ მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტოს დაუპირისპირდება

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში წლის ბოლო სუპერტურნირი - კიუშუ ბაშო დასკვნით ფაზაში შედის.

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ტურნირზე დასავლეთის მერვე მაეგაშირას წოდებით გამოდის. ბაშოს მე-12 დღეს მისი მეტოქე 37 წლის ვეტერანი იაპონელი რიკიში ოკინოუმი იყო, რომელთანაც იორიკირის ილეთით დამარცხდა. ტოჩის ბალანსი 5 მოგება და 7 მარცხია. 

ტოჩინოშინის მსგავსად, ოკინოუმისაც მავაშიზე ჩავლება უყვარს, შესაბამისად, სასტარტო შეჯახების შემდეგ ორივე სუმოისტმა მავაშის აღება შეძლო, მაგრამ იაპონელმა სეკიტორმა ხელსაყრელი პოზიცია შეიქმნა, მოროძაშიში შევიდა და ლევანი დოჰიოდან მისი საყვარელი ილეთით გაიყვანა. 

ქართველ გოლიათს ტრავმები აწუხებს, რის გამოც ფეხებზე მყარად ვერ დგას. ტოჩინოშინს ბაშოზე წაგების უფლება აღარ აქვს, უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში კი, რეიტინგში დაქვეითდება. მისი ხვალინდელი მეტოქე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტო იქნება, რომელსაც კიუშუ ბაშოზე 7 მოგება და 5 მარცხი გააჩნია. 

ნოემბრის სუპერტურნირს 10-2 ბალანსით ერთბაშად სამი რიკიში ლიდერობს, ესენი არიან: სეკივაკე ჰოშორიუ, აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ოჰო და აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა - ექს-ოძეკი ტაკაიასუ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები