Thumbnail

ული ჰიონესი: ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთს მხოლოდ ზიანს მოუტანს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'დაკვირდით იმ განელებულ ენთუზიაზმს, რომელსაც ხალხი ტურნირის მიმართ იჩენს'
  • ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა კატარში მიმდინარე მუნდიალი გააკრიტიკა

მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი და წარსულში კლუბის ლეგენდარული ფორვარდი ული ჰიონესი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ფეხბურთისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.

“ეს მსოფლიოს პირველობა წარმატებული ვერაფრით გახდება. ამ სახით მიმდინარე ტურნირი ფეხბურთს, საერთო ჯამში, მხოლოდ ზიანს მოუტანს. დაკვირდით რეიტინგებს და იმ განელებულ ენთუზიაზმს, რომელსაც ხალხი ჩემპიონატის მიმართ იჩენს. უკვე ცხადია, რომ კარგს არაფერს უნდა ველოდეთ. სხვა საქმეა, რომ ახლა ბოიკოტი უკვე წარმოუდგენელია. ქვეყნებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რათა სიტუაციაში კარგად გარკვეულიყვნენ და შესაბამისად ემოქმედათ. როგორც სჩანს, ევროპულ ფედერაციებს ჯერაც ვერ გაუგიათ, რეალურად რა ძალას წარმოადგენენ”.

შეგახსენებთ, რომ კატარულ მუნდიალს კრიტიკა არც დაწყებამდე დაჰკლებია და არც მისი დაწყების შემდეგ. საფეხბურთო საზოგადოება აქცენტს ადამიანთა უფლებების დარღვევაზე აკეთებს და ფიფა-ს კრიტიკითაც არის დაკავებული, რომელიც ძირითადად ფაქტების მიჩქმალვით არის დაკავებული.

კომენტარები

ბოლო ამბები