Thumbnail

რინერი უკვე გორშია - ჩემპიონთა ლიგაში 3 ქართული კლუბი გამოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტურნირი 26 ნოემბერსაა დაგეგმილი და ის შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნება
  • გორის სპორტის სასახლის ტატამიზე საქართველოს ნაკრების არაერთი ვარსკვლავი გავა

ცნობილი გახდა შემადგენლობები, რომლითაც ქართული გუნდები 26 ნოემბერს გორში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონთა ლიგაში ჩაერთვებიან. წინასწარ განაცხადებში საქართველოს ნაკრების არაერთი ვარსკვლავი ფიგურირებს, მეტოქეთაგან კი ყველაზე დიდ ინტერესს ლეგენდარული ტედი რინერის გამოსვლა იწვევს.

გოლდენ გორი: ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ვლადიმერ ახალკაცი (81), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90) და გელა ზაალიშვილი (+90).

მებრძოლი: გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 66), გიორგი ჩიხელიძე (73), ფრიდონ გიგანი, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 81), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან გუგავა, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური (ყველა – 90), ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ონისე სანებლიძე (ყველა +90).

არეა: თენგო ზირაქაშვილი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 66), გიორგი ტერაშვილი, ვახტანგ პავლიაშვილი (ორივე – 73), გიორგი შერაზადიშვილი (81), სოსო ებილაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე – 90), საბა ინანეიშვილი, შალვა გურეშიძე (ორივე +90).

კაცთა ტურნირში მონაწილოებას 8 გუნდი (ქართულების გარდა, ფრანგული პსჟ და SGS, ბერძნული არისი, სერბული ცრვენა ზვეზდა და ესპანური სტაბია,) მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ხუთ წონით კატეგორიაში (66, 73, 81, 90, +90) შეეჯიბრებიან, გამარჯვებული კი 12 ათას ევროს მიიღებს. წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნენა. შეჯიბრი 10:00 საათზე გორის სპორტის სასახლეში დაიწყება და მასზე დასწრება უფასო იქნება.

ტედი რინერი გორში ფრანგული პსჟ-ს ღირსებას დაიცავს

აღსანიშნავია, რომ ქართველების გარდა, შეჯიბრში სხვა ქვეყნების წარმომადგენელ ვარსკვლავებსაც ვიხილავთ. ცხადია, ყველაზე დიდ ინტერესს ფრანგი ტედი რინერის გამოსვლა იწვევს, რომელიც ოლიმპიადის 3-გზის, მსოფლიოს ჩემპიონატის 10-გზის, ევროპის ჩემპიონატის 5-გზისა და მასტერსის 4-გზის ჩემპიონია. ის ფრანგული პსჟ-ს ღირსებას დაიცავს.

მის გარდა უნდა გამოვარჩიოთ დენის ვიერუ (მოლდოვა), ორხან საფაროვი, ჰიდაიატ ჰეიდაროვი, საეიდ მოლაეი (ყველა – აზერბაიჯანი), მანუელ ლომბარდო (იტალია), დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი), ნემანია მაიდოვი (სერბეთი), ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) და სხვები. სათქმელია ისიც, რომ არისის ღირსებას დაიცავენ გიორგი რევაზიშვილი და ონისე ბუღაძე, ხოლო სტაბიაში ლევან მატიაშვილს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ტურნირზე გოლდენ გორმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა (მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კიდევ ერთ ქართულ კლუბ მებრძოლს მოუგო). გორში ვერ ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ იავარა-ნევას, რადგანაც რუსი სპორტსმენები ყველა საერთაშორისო შეჯიბრს ჩამოშორებულები არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები