Thumbnail
  • 'არ ვაპირებ პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობის მიღებას, ამით სხვა ხალხი უნდა დაკავდეს'
  • ბელგიის ნაკრების კაპიტანს საგანგებო სამკლავურის შესახებ განსხვავებული აზრი აქვს

ბელგიის ნაკრების კაპიტანი ედენ აზარი უარყოფითად გამოეხმაურა გერმანიის საფეხბურთო ნაკრების პერფორმანსს, რომელიც მათ იაპონიასთან მატჩის წინ შემოგვთავაზეს. შეგახსენებთ, რომ გუნდური ფოტოს გადაღებისას გერმანელებმა პირებზე ხელები აიფარეს იმის გასაპროტესტებლად, რომ ფიფა-მ კაპიტნებს საგანგებო სამკლავურის OneLove მორგება აუკრძალა.

“დიახ, ეს გააკეთეს და ამის მერე თამაში წააგეს. უკეთესი იყო, ეს არ ექნათ და მატჩი მოეგოთ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ. არ ვაპირებ პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობის მიღებას, ამით სხვა ხალხი უნდა დაკავდეს, ჩვენ კი, სრულად თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი”.

არადა, გერმანიის საფეხბურთო კავშირი აღნიშნულ აკრძალვას ძალიან მტკივნეულად გამოეხმაურა: “სამკლავურის გაკეთებაზე უარის თქმა იგივეა, როდესაც ხმის ამოღების უფლებას გართმევენ. ასეთი დამოკიდებულება ადამიანების უფლებების მიმართ, დაუშვებელია”.

აზარს ამ საკითხზე კიდევ უფრო დაკონკრეტება რომ სთხოვეს, ასე უპასუხა: “ამ თემაზე საუბარი ჩემთვის არაკომფორტულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედი. არ მინდოდა, თამაში ყვითელი ბარათით დამეწყო, რადგანაც ეს ტურნირის განმავლობაში ძალიან ხელისშემშლელი იქნებოდა”.

შეგახსენებთ, რომ კატარული მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო ტურში გერმანიის ნაკრებმა იაპონიასთან სენსაციურად წააგო (1:2), ბელგიელებმა კი კანადას 1:0 სძლიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები