Thumbnail
  • 📅 25 ნოემბერი | 🏟 ალ ბაითი | ⌚ 23:00 | 🟠 ინგლისი V აშშ
  • ინგლისელები გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ
  • აშშ-ს მთავარი მიზანი გამარჯვების მოპოვება უნდა იყოს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ინგლისელებისა და ამერიკელების დაპირისპირება საწყისებს ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს, როდესაც ამერიკელები დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ბრიტანელებისგან განთავისუფლებას ცდილობდნენ. ახლა ორივეს ბრძოლა მხოლოდ სპორტულ ასპარეზზე უწევს.

ჰარი კეინმა ვარჯიში განაახლა და ის აუცილებლად ითამაშებს

გარეთ საუთგეიტის გუნდმა მიმდინარე მუნდიალი ძალიან მაგრად დაიწყო. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ინგლისელებმა ირანელები უშანსოდ, 6:2 დაამარცხეს და თავდაჯერებულებიც ჩანდნენ. მიუხედავად ორი მიღებული გოლისა, ბრიტანელები მაინც კარგად გამოიყურებოდნენ, განსაკუთრებით კი შეტევაში. მოკლედ, საუთგეიტის გუნდმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა.

მუნდიალი კარგად დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. უელსთან დაპირისპირებაში ამერიკელები მშვენივრად გამოიყურებოდნენ და კარგი ფეხბურთიც ითამაშეს. რომ არა, გარეთ ბეილის 82-ე წუთზე გატანილი პენალტი, 3 ქულასაც აიღებდნენ, თუმცა მხოლოდ ქულას გამორჩნენ.

შეხვედრა საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს. ინგლისელები გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამენ. პირველ ტურში დაკარგული ქულების შემდეგ მოგებისთვის იბრძოლებს აშშ-ც, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსები შეინარჩუნოს.

ბოლოს ამ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 2018 წელს ითამაშეს. ამხანაგურ მატჩში ინგლისელებმა 3:0 გაიმარჯვეს. ოფიციალურად კი ბოლოს ინგლისმა და აშშ-მ ერთმანეთში 2010 წლის მუნდიალზე ითამაშეს 1:1.    

საინტერესო ფაქტები

🟠 აშშ-ის ნაკრების ბოლო სამ შეხვედრაში (მსოფლიოს ჩემპიონატზე) 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

🟠 ინგლისის ნაკრებმა ბოლო 5 შეხვედრიდან (ყველა ტურნირზე ერთად) მხოლოდ ერთი მოიგო.

🟠 მსგავსი შედეგი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებსაც, ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 მოგება.

🟠 ინგლისისა და აშშ-ის ნაკრებებმა მუნდიალზე აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ 2-ჯერ ითამაშეს. 1950 წელს შეხვედრა ამერიკელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ხოლო 2010 წელს მატჩი ფრედ 1:1 მორჩა.

🟠 გარეთ საუთგეიტის გუნდმა ბოლო 5 დაპირისპირებაში (ყველა ტურნირზე ერთად) კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა.

🟠 ამერიკელებმა ბოლო 5 მატჩში (ყველა ტურნირზე ერთად) კარი მშრალად 2-ჯერ შეინახეს.

🟠 ინგლისელებმა ბოლო 5 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე ერთად) 10 გოლი გაუშვეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი (4-3-3): პიკფორდი - ტრიპიერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ - ბელინგემი, რაისი, მაუნტი - საკა, კეინი, სტერლინგი.
ტრავმა: მედისონი.

აშშ (4-3-3): ტერნერი - დესტი, ზიმერმანი, რიმი, რობინსონი - მაკკენი, ადამსი, მუსაჰი - ვეა, სარჟენტი, პულიშიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები