Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა უელსთან ისტორიული გამარჯვება იზეიმა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა 2022 წელს პირველი დონის ორ ქვეყანას მოუგო.

უელსთან გამარჯვების შემდეგ, შემოდგომის ერთა თასის მესამე რაუნდის სიმბოლურ გუნდებში სხვადასხვა გამოცემებმა ქართველი მორაგბეები შეიყვანეს. სანდრო თოდუას ლელომ მესამე რაუნდის საუკეთესოს წოდებაც დაიმსახურა. კიდევ ერთი მაგარი ამბავი ისაა, რომ შემოდგომის ერთა თასის ოფიციალურმა გვერდმა მესამე რაუნდის საუკეთესო მორაგბეც დაასახელა და ეს ტიტულიც ქართველს ერგო.

ვასილ ლობჟანიძე შემოდგომის ერთა თასის მესამე რაუნდის საუკეთესო მოთამაშეა. მან ძალიან მაღალი დონის მორაგბეებს აჯობა. ლობჟანიძემ 58 პასი გააკეთა, მეტოქეები 6-ჯერ შებოჭა, ხაზი ერთხელ გაჭრა და ბურთით 54 მეტრი იარა. ლობჟანიძეს ეროვნულ ნაკრებში 70 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 9 ლელოა.

კომენტარები

ბოლო ამბები