Thumbnail

დიდი დაბრუნება მანჩესტერში? დევიდ ბექჰემმა შეიძლება კლუბი იყიდოს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მანჩესტერ იუნაიტედს გლეიზერების ოჯახი ყიდის
  • ინგლისური კლუბი დევიდ ბექჰემს დაუკავშირეს

გლეიზერების ოჯახი მანჩესტერ იუნაიტედს ყიდის, ინგლისური გრანდი კი ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს დაუკავშირეს.

Financial Times-ის ინფორმაციით, "ბექსი" პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს კლუბის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქმე ისაა, რომ გლეიზერები მანჩესტერს 7 მილიარდ გირვანქა სტერლინგად აფასებენ, ამ საფასურის გადახდა კი ბექჰემს არ შეუძლია, მაგრამ წყაროს თანახმად, დევიდი დამატებითი ინვესტორებით ეცდება კლუბის საკონტროლო პაკეტის შესყიდვას.

ბექჰემი მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდაა

მოგეხსენებათ, ბექჰემი ერთ საფეხბურთო კლუბს უკვე ფლობს - ამერიკულ ინტერ მაიამის. მანჩესტერის ფანებში 47 წლის ინგლისელი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამაც შეიძლება გარიგებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი მანჩესტერ იუნაიტედში 1992-2003 წლებში თამაშობდა და 394 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში დევიდმა მადრიდის რეალის, ლოს ანჯელეს გელექსის, მილანისა და პსჟ-ს რიგებში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები