Thumbnail

განის ნაკრების ფეხბურთელმა ინიაკი უილიამსმა პორტუგალიის ნაკრებთან (2:3) შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბილბაოს ატლეტიკის თავდამსხმელი ფიქრობს, რომ პენალტი უსამართლოდ დაინიშნა და მსაჯმა მხოლოდ იმიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ მიწაზე კრიშტიანო რონალდო დაეცა.

"ძალიან ბევრი ბურთი და ორთაბრძოლა დავუთმეთ ისეთ გუნდს, როგორიც პორტუგალიაა, მაგრამ მთელი გუნდით ძალიან ვამაყობ. არავის ეგონა, რომ თამაშში ბოლომდე შანსი გვექნებოდა. ჯერ არაფერი დასრულებულა, 2 თამაშია დარჩენილი, რომლების მოგება შეგვიძლია, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ განის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშე, ეს ჩემი ოჯახის ოცნება იყო", - თქვა ბილბაოს თავდამსხმელმა.

შემდეგ ინიაკიმ პენალტის შესახებაც გააკეთა კომენტარი, რომელიც პორტუგალიის ნაკრების სასარგებლოდ დაინიშნა: "ჩემი აზრით, პენალტი არ იყო. კრიშტიანოს იერარქიის მქონე ფეხბურთელი მიწაზე რომ ეცემა, მაშინ უფრო ადვილია სასტვენის გამოყენება".

შეგახსენებთ, რომ ინიაკი უილიამსს განის ნაკრებისთვის ქულის გადარჩენა შეეძლო, როცა ბოლო წუთზე მეკარე დიოგო კოშტას ბურთი მოპარა, მაგრამ კარში დარტყმა ვერ შეძლო, რადგან გადამწყვეტ მომენტში ფეხი დაუცდა.

განის ნაკრები მუნდიალის მეორე ტურში სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდება, ხოლო პორტუგალია ურუგვაის დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები