Thumbnail
  • კინგსლი კომანმა ხუთშაბათს გამართული ვარჯიში ადრე დატოვა
  • 26 წლის შემტევს ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს

საფრანგეთის ნაკრებს კიდევ ერთი ტრავმირებული მოთამაშე დაემატა. L'Equipe-ის ინფორმაციის თანახმად, კინგსლი კომანმა ხუთშაბათს გამართული გუნდური ვარჯიში ნაადრევად დატოვა.

წყაროს მიხედვით, მიუნხენის ბაიერნის შემტევმა გამახურებელი ვარჯიშები ბოლომდე დაასრულა, თუმცა შემდეგ ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. კომანს ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს. ჯერჯერობით არა ცნობილი ითამაშებს თუ არა 26 წლის შემტევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში დანიის წინააღმდეგ.

დიდიე დეშამს სხვადასხვა დაზიანებების გამო უკვე ისედაც ბევრი ფეხბურთელი გამოაკლდა. ქარიმ ბენზემა, ნ’გოლო კანტე, პრესნალ კიმპემბე, პოლ პოგბა, კრისტოფერ ნკუნკუ - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც ფრანგებს მუნდიალის დაწყებამდე გამოაკლდათ. ავსტრალიასთან დაზიანება მიიღო ლუკას ერნანდესმაც.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 26 ნოემბერს დანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.

კომენტარები

ბოლო ამბები