Thumbnail
  • სლოვანი 4:1 ზლატე მორავცე | კაშიამ და კანკავამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს
  • გიორგი ჩაკვეტაძემ წლის ბოლო შეხვედრა სლოვანშიც გამოტოვა

სლოვაკეთის ჩემპიონატში მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბრატისლავის სლოვანმა ზლატე მორავცეს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

გურამ კაშიამ გოლი გაიტანა, ჯაბა კანკავამ საგოლე პასი გააკეთა. 24-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა (უმცროსმა) ანგარიში სწორედ ჯაბას პასით გახსნა, ხოლო კაშიამ გოლი მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე თავით გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 3:1 გახადა. ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე კი განაცხადში არ იყო. როგორც ჩანს, ის ჯერ სათამაშოდ მზად არაა.

გურამ კაშიას მიმდინარე სეზონში სლოვანის მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გაიტანა (2 ჩემპიონატში, 1 ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და 1 კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე). კანკავას ანგარიშზე ამ სეზონში 24 თამაში, 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

სლოვანი 18 ტურში მოპოვებული 41 ქულით ლიდერია, მაგრამ სლოვაკეთის ჩემპიონატში ახლა ზამთრის პაუზა დაიწყო და სეზონი 11 თებერვალს განახლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები