Thumbnail

კრიშტიანო რონალდომ განის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში (3:2) რეკორდი დაამყარა - ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა.

37 წლის სუპერვარსკვლავმა რეკორდის დამყარებისა და მიმდინარე მუნდიალზე პირველი გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"მშვენიერია მომენტია, ჩემთვის მე-5 მსოფლიოს ჩემპიონატზე. მოვიგეთ, კარგად დავიწყეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ვიცით, რომ ამ ტურნირზე პირველი თამაშის მოგება ფუნდამენტურია. კიდევ ერთი რეკორდი დავამყარე, ერთადერთი მოთამაშე ვარ, რომელმაც ზედიზედ ხუთ მუნდიალზე გაიტანა, რაც ჩემთვის დიდი სიამაყის წყაროა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. რთული მატჩი იყო, მაგრამ დამსახურებულად მოვიგეთ", - აღნიშნა რონალდომ.

კრიშტიანომ რეკორდი ამ გოლით დაამყარა

"მთავარია, რომ გუნდმა მოიგო, მანჩესტერის თავი დახურულია და ახლა ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ მუნდიალზე მაქვს გამახვილებული. როგორც ვთქვი, გვინდოდა სწორად დაგვეწყო, მოვიგეთ, კარგად ვითამაშეთ, გუნდს დავეხმარე - სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი პორტუგალიის ნაკრებია", - თქვა რონალდომ მანჩესტერთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდოს მუნდიალებზე კარიერაში სულ 8 გოლი აქვს გატანილი და ყველა ჯგუფური ეტაპის მატჩებში. ხსენებული 8 გოლი ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასე ნაწილდება - თითო გოლი 2006, 2010, 2014 და 2022 წლებში, ხოლო 4 გოლი 2018 წლის მუნდიალზე.

პორტუგალიის ნაკრები მე-2 ტურში ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები