Thumbnail

სერბეთის ნაკრებთან ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ბრაზილიას მაგარი მატჩი ჰქონდა (2:0), თუმცა "სელესაოს" ფანების სიხარული ნეიმარის ტრავმამ გააუფერულა, რომელიც მსუბუქი ალბათ, არ არის. ნეიმარს სერბები ძალიან ეუხეშებოდნენ (9-ჯერ მატჩის განმავლობაში), ხოლო შეხვედრის მიწურულს ნიკოლა მილენკოვიჩმა მას მარჯვენა კოჭი დაუშავა. ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 

მართალია, კოჭზე შეშუპება აშკარაა, მაგრამ ნეიმარმა მინდორი თავად დატოვა დახმარების გარეშე. "გლობოსთან" კომენტარში ბრაზილიის ნაკრების ექიმთა შტაბიდან განუცხადეს, რომ მათ იმედი აქვთ, რომ კოჭის კუნთი მხოლოდ დაჭიმულია და ძვალი დაზიანებული არ არის. თუმცა იქვე ითქვა, რომ ჯერ ნაადრევია იმის მტკიცება რამდენ მატჩს (თუ) გამოტოვებს ფეხბურთელი. 

ბრაზილია მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ნეიმარი არა მარტო ამ მატჩს, მთლიანად ტურნირსაც გამოტოვებს, თუმცა ეს ჯერ დაუდასტურებელი ცნობებია. 

კომენტარები

ბოლო ამბები