Thumbnail

მესის პრობლემა აქვს - არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ინდივიდუალურად ივარჯიშა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

არგენტინის ნაკრების პრობლემებს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხით დაიწყო, ლიონელ მესის ტრავმაც დაემატა. Marca-ს ინფორმაციით, “ალბისელესტეს” კაპიტანმა 24 თებერვალს საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში გამოტოვა.

35 წლის ფეხბურთელს მარცხენა ფეხზე კუნთის პრობლემა აქვს და ამის გამო მხოლოდ ინდივიდუალურად დაიტვირთა. სავარაუდოდ, ტრავმა სერიოზული არ არის და ლიონელ მესი მექსიკასთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები C ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად საუდის არაბეთი, მექსიკა და პოლონეთი ჰყავს. ლიონელ სკალონის გუნდი მუნდიალის სასტარტო მატჩს საუდის არაბეთთან სწორედ ლიონელ მესის ზუსტი 11-მეტრიანის წყალობით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.  

ჯგუფის მეორე შეხვედრას არგენტინის ნაკრები 26 ნოემბერს, მექსიკასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები