Thumbnail

სუმო | ტოჩიმ რთული ბრძოლა მოიგო და დადებითი ბალანსისთვის იბრძვის

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ტოჩინოშინმა იაპონელი რიკიში სუკუინაგეს ილეთით დაამარცხა
  • იგი ხვალ მე-4 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდება

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში წლის ბოლო სუპერტურნირი - კიუშუ ბაშო მიმდინარეობს. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ტურნირის მე-13 დღეს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას, იაპონელ იჩიამამოტოს დაუპირისპირდა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 

ტოჩინოშინმა საწყისი შეჯახების დროს მავაშის აღება სცადა, მეტოქე კი მის დისტანციაზე შეკავებას ცდილობდა, ტოჩიმ მიძალების შემდეგ მარცხენა ხელით ჩავლება აიღო და ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა - გიოჯიმ სუკუინაგეს ილეთი დააფიქსირა.

ქართველმა გოლიათმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ბაშოზე დადებითი ბალანსის შანსს ინარჩუნებს, ტოჩის შედეგი 6 მოგება და 7 მარცხია. იმისთვის, რომ ქართველი სუმოისტი რეიტინგში დაწინაურდეს, დარჩენილი ორივე ბრძოლა უნდა მოიგოს.

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე მე-4 მაეგაშირა სადანოუმი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები